რომის პაპი ფრანცისკე შესაძლოა უახლოეს პერიოდში კიევში ჩავიდეს. რომის პაპის თქმით, საკითხის განხილვა მიმდინარეობს. ინფორმაციას Vatican news-ი ავრცელებს.
პაპმა ფრანცისკემ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ღიად გააკრიტიკა, თუმცა მისი სახელი არ უხსენებია.
"ევროპის აღმოსავლეთიდან, მზის ამოსვლის ქვეყნიდან, ახლა გავრცელდა ომის ბნელი ჩრდილები. ჩვენ გვეგონა, რომ სხვა ქვეყნებში შეჭრა, ძალადობრივი ქუჩური ბრძოლები და ბირთვული იარაღით მუქარები შორეული წარსულის ბნელი მოგონება იყო. მაგრამ მორიგ ჯერზე, ვიღაც ხელმწიფემ, რომელიც ჩაფლულია ნაციონალისტური ინტერესების ანაქრონიტურ განცხადებებში, პროვოცირებს და ხელს უწყობს კონფლიქტებს, მაშინ როდესაც ჩვეულებრივი ხალხი გრძნობს მომავლის აშენების აუცილებლობას, რომელიც ან იქნება საერთო, ან საერთოდ არ იქნება. ახლა კი, ომის შუა ღამეში, რომელიც კაცობრიობას მოედო, გთხოვთ, არ დაუშვათ, რომ მშვიდობის ოცნება გაქრეს", - განაცხადა რომის პაპმა.